ამ ტრენინგმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, რადგან დღეს,
არც ბავშვს და არც მასწავლებელს, აღარ აკმაყოფილებს ჩვეულებრივი გაკვეთილებით შემოიფარგლოს,
დღეს ცხოვრება გაცილებით მეტ უნარ-ჩვევების განვითარებას მოითხოვს. ამ უნარ-ჩვევების
განვითარებისთვის ძალიან კარგი მეთოდია პროექტებით სწავლება. რაც საშუალებას იძლევა განავითაროს 21-ე საუკუნის უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ტრენინგის I- დღე
I-
მოდული
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა გავეცანით:
. ტრენინგის პროგრამას.
. თითეული მოდულის თავისებურებებს.
. ინტელის საგანმანათლებლო გზამკვლევს.
. შევქმენით
ელექტრონული პორტფოლიო.
. ჩავალაგეთ საქაღალდეები.
. ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარებზე.
.ვნახეთ
პროექტის ნიმუშები.
ტრენინგის II-დღე :
.ვიმსჯელეთ
გაკვეთილისა და პოექტის შორის მსგავსებასა და განსხვავებებზე, ვენის დიაგრამის საშუალებით.
. გავეცანით
ბროშურის მოდელებს.
. დავწერეთ
სტატია.
ტრენინგზე
მოდული ,,პროექტებით სწავლება“ შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდოთ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში ჩვენ შევისწავლეთ,, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო.რაც ძალიან
დამეხმარება პროექტების მომზადებასა და მათ განხორციელებაში.